დავიდ ფერერმა კარიერა დაასრულა
დავიდ ფერერმა კარიერა დაასრულა

ესპანელმა ჩოგბურთელმა დავიდ ფერერმა 37 წლის ასაკში დაასრულა კარიერა. ფერერს წინასწარ ჰქონდა გამოცხადებული, რომ მადრიდის მასტერსი მისთვის ბოლო ტურნირი იქნებოდა კარიერაში. ესპანელი მეორე წრეში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანსა და შარშანდელ ჩემპიონს ალექსანდრ ზვერევს შეხვდა და ორ სეტში დამარცხა – 4:6, 1:6. სწორედ ეს მატჩი აღმოჩნდა ფერერისთვის უკანასკნელი კარიერაში.

20-წლიანი კარიერის განმავლობაში, დავიდ ფერერს 27 ტიტული აქვს მოგებული. სულ მან პროფესიულ დონეზე 1111 მატჩი ჩაატარა და 733 მოიგო. ის ერთხელ იყო დიდი სლემის ტურნირის ფინალში – 2013 წელს, როლან გაროსზე რაფაელ ნადალთან დათმო გადამწყვეტი მატჩი. ასევე ერთხელ ითამაშა და წააგო წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი (2007). ფერერს ესპანეთის ნაკრებთან ერთად სამჯერ აქვს მოგებული დევისის თასი (2008, 2009, 2011).