Marca – დავიდ ალაბას „რეალის“ ნახევარდაცვაში ათამაშებენ #1TVSPORT

13:06, 13.08.2025

2025-26 წლების სეზონში „რეალი“ დავიდ ალაბას პერიოდულად ნახევარდაცვის ცენტრში გამოიყენებს. ამის შესახებ გაზეთი Marca წერს.

33 წლის მცველმა ამ პოზიციაზე რამდენიმე დღის წინ „ლეგანესთან“ (4:1) ამხანაგურ მატჩში ითამაშა, როცა შეცვლაზე შევიდა მოედანზე.

ადრე ავსტრიელ ფეხბურთელს „ბაიერნის“ შუა ხაზში ათამაშებდნენ. იმ დროს გერმანულ გუნდში გამოდიოდა „რეალის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო.

Marca-ს მიაჩნია, რომ „რეალში“ დინ ჰუისენის მისვლამ და ედერ მილიტაოს დაბრუნებამ შეარყია ალაბას, როგორც მცველის პოზიციები, ამიტომაც მას ხანდახან ნახევარდაცვაში გამოიყენებენ.

მსგავსი