მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მცველის დავიდ ალაბას პრეზენტაცია მოაწყო. მანამდე 29 წლის ავსტრიელმა ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება.
ალაბა „რეალში“ მეოთხე ნომრით ითამაშებს, რომელიც მანამდე გუნდის კაპიტანს სერხიო რამოსს ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, რომ ალაბა მადრიდულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრიელს ამოეწურა „ბაიერნთან“ კონტრაქტის ვადა.