დავეხმაროთ პატარა ნინას - „ტორპედოელის“ ორი წლის შვილს სასწრაფოდ მკურნალობა და თანადგომა სჭირდება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის ორი წლის გოგონას, ნინა სანდოხაძეს დაუსვეს იშვიათი დიაგნოზი: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით. საქართველოში ჩატარებულმა ოთხთვიანმა მკურნალობამ სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო, პრეპარატებმა გამოიწვია ძლიერი რეაქცია, რამაც ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. პატარა ნინას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა, რადგან ნინას აქვს მაღალი ტემპერატურა, გადიდებულია ღვიძლი, გულის პერიკარდში ჩამდგარია სითხე. ბავშვს აქვს გამონაყარი და განიცდის სახსრების ძლიერ ტკივილს. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება, დაგვიდგეთ გვერდში, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ორი წლის ნინა სანდოხაძეს გამოჯანმრთელება“ – წერია კლუბის განცხადებაში.
ქუთაისის „ტორპედოს“ წერილში მითითებულია ანგარიშის ნომრები, სადაც შესაძლებელია თანხის გადარიცხვა.
GE58TB7854045061100013
მიმღები: მარიამ კუტალაძე
GE25BG0000000163049600
მიმღები: ნიკა სანდოხაძე