კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში, რომელშიც ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ლიმასოლის აელ-ს უმასპინძლა (0:0), ქართველი ნახევარმცველი, მურთაზ დაუშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
31 წლის ქართველი ფეხბურთელი დაშავდა და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა შემდეგ ტურში თამაშს. დაუშვილის ტრავმაზე ბოლო ინფორმაციას philenews ავრცელებს.
„მურთაზ დაუშვილს დაზიანების დიაგნოზი ცნობილია – ქართველ ნახევარმცველს ცხვირი მოტეხილობა აქვს. აელ-თან შეხვედრის პირველ ტაიმში მას ცხვირში მოარტყეს და შესვენებისას თემურ ქეცბაიამ შეცვალა. დაუშვილი გამოკვლევებისთვის კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმმა ნახევარმცველს ურჩია, რამდენიმე დღის განმავლობაში ვარჯიშისგან თავი შეიკავოს. ამის გამო, მომავალ სამშაბათს, 16 თებერვალს „ენოსისთან“ 25-ე ტურის შეხვედრაში ქართველის მონაწილეობა ეჭვს იწვევს“, – წერს გამოცემა.
philenews-ის ცნობით, დაუშვილი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მთავარ მწვრთნელს სურს, რომ მოედანს სრულად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდეს: „შანსი, რომ ის მატჩს ჩაატარებს, იყოფა: თემურ ქეცბაიას არ სურს, მისი მონაწილეობით გარისკოს. ბოლო ინფორმაციის თანახმად, დაუშვილს მოედანზე დაბრუნების შემდეგ, მომდევნო შეხვედრებს სახის დამცავი ნიღბით ითამაშებს“.