დაუშვილი „ანორთოსისის“ ვარჯიშზე არ გამოცხადდა - გუნდი უარყოფს, რომ ქართველი დაასვენეს #1TVSPORT
დაუშვილი „ანორთოსისის“ ვარჯიშზე არ გამოცხადდა - გუნდი უარყოფს, რომ ქართველი დაასვენეს #1TVSPORT

ანორთოსისმაევროსეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდში არ ვარჯიშობს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი. თავდინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გუნდმა დასვენების გახანგრძლივების უფლება დართო, მაგრამ ფამაგუსტელთა პრეს-სპიკერმა დიმიტრის კრისტოფერუმ ეს ინფორმაცია უარყო.

მან პირად Twitter-ზე განმარტა, რომ გუნდის ფეხბურთელისთვის არავის მიუცია უფლება, რომ შეკრების პირველ ვარჯიშზე არ მისულიყო.

გამოცემა „გოლ პილნიუსი“ კი ამტკიცებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნიქოზიასაპოელმა“ უარი თქვა მურთაზ დაუშვილის ტრანსფერზე და ყურადღება სხვა მოთამაშეებზე გადაიტანა, სიმართლეს არ შეეფერება.

„სინამდვილეში, გუნდს ქართველის ტრანსფერისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია. ისინი საქართველოს ნაკრების მოთამაშეს მოთმინებით ელიან. 32 წლის ქართველი შვებულებაშია და როგორც სოციალურ ქსელიდან ჩანს, დიდ დროს ატარებს თავის ყოფილ თანაგუნდელებთან გიორგი ქვილითაიასთან და თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ კამპანიაში ასევე გიორგი ლორიაა. მალე გაირკვევა, გაიყოფა თუ არა კვარტეტი, რომელიც გასულ სეზონში „ანორთოსისში“ თამაშობდა. დაუშვილმა გუნდის დატოვების სურვილი გამოხატა და, ნაკლებად სავარაუდოა, ის „ანორთოსისში“ დაბრუნდეს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.