დათა ხოჭოლავა უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის საუკეთესო მცველების სამეულში მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ პროგრამა Instat–ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
Instat-ი არის პროგრამა, რომელიც თითოეულ შეხვედრაზე ფეხბურთელის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. კერძოდ, გადაცემებს, ორთაბრძოლებს, მოგებულ ორთაბრძოლებს, გადაცემების ჩაჭრებს, ართმევებს, ვინ რამდენი ირბინა, რამდენი სპრინტი და აჩქარება გააკეთა.
უკრაინაში სეზონი დასრულდა და ახლა წლის შედეგები შეაჯამეს. უკრაინის პრემიერლიგის მცველებში საუკეთესო მაჩვენებლები კიევის დინამოელი ევგენი ხაჩერიდის აღმოჩნდა, ხოლო მეორე-მესამეზე დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელები, სერგეი კრივცოვი და ქართველი უკანახაზელი გავიდნენ.