დავით ხეცურიანმა ოქრო ატაცში მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების წევრმა დათო ხეცურიანმა (105 კგ.) პოლონეთში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, პირველ დისციპლინაში, სამივე ცდა გამოიყენა და ატაცში ოქროს მედალი დაისაკუთრა.
რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება.
შეგახსნებთ, რომ დღესვე პოლონეთში სამი მედლის აღება, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ანასტასია გოტფრიდმა (+90 კგ.) შეძლო. მის ანგარიშზე, ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.