დათა ხოჭოლავა - „კოპენჰაგენში“ დაბრუნება მსურს და გუნდის წინადადებას ველოდები #1TVSPORT
დათა ხოჭოლავა „კოპენჰაგენმა“ ფეხბურთიდან გააცილა. ეს დანიის სუპერლიგის მე-2 ტურის მატჩამდე მოხდა, რომელშიც ქართველი მცველის ყოფილმა კლუბმა „ორჰუსი“ 3:2 დაამარცხა.
ეს დღე ემოციური იყო დავით ხოჭოლავასთვის, რომელიც კოპენჰაგენელ გულშემატკივრებს დაემშვიდობა, Viaplay-სთან ინტერვიუში კი ისაუბრა, რას განიცდიდა, როდესაც მიხვდა, რომ ვეღარ ითამაშებდა. ასევე, აღიარა, რომ მომავალში „კოპენჰაგენში“ მწვრთნელის რანგში დაბრუნებაზე ოცნებობს.
„ეს იყო ემოციების დღე. ძალიან რთული იყო სტადიონზე მისვლა, მოედანზე გასვლა და დამშვიდობება. კლუბისა და გულშემატკივრების უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი. მე ნამდვილად ვამაყობ, რომ აქ სამი წელი გავატარე.
თავიდან, როდესაც მივხდი, ვეღარ ვითამაშებდი, ამის გააზრება რთული იყო. თავიდან მუხლი მტკიოდა, მაგრამ ვარჯიშს კიდევ ვცდილობდი. ყველაზე მტკივნეული პროფესიონალური კარიერის დასრულება იყო. ყველაფერი ვცადე, რომ ეს არ მომხდარიყო. თუმცა საბოლოოდ გავიგე, რომ მოედანზე დაბრუნების ალბათობა მინიმალური იყო. შევძელი და საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ სხვა გზა არ მქონდა.
მიუხედავად ამისა, ფეხბურთში დარჩენას ვგეგმავ. არ ვიცი, მწვრთნელობა უფრო მინდა თუ გუნდის ხელმძღვანელობა – მაგრამ „კოპენჰაგენში“ მუშაობა მსურს და გუნდის წინადადებებს დაველოდები. საამისოდ ჯერ განათლება უნდა მივიღო და შემდეგ დავმკვიდრდე. ოჯახი დანიიდან გადავალთ და რამდენიმე თვე დამჭირდება, რომ დავსახლდე. იმედია, შემდეგ „კოპენჰაგენისთვის“ კარგ საქმეს გავაკეთებ“, – ამბობს ხოჭოლავა.