დასტინ პორიემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
დასტინ პორიე UFC-ში 2011 წლიდან ასპარეზობს. მისი სტატისტიკა შერეულ ორთაბრძოლებში ასე გამოიყურება – 26 მოგება და 6 მარცხი.
როგორც ირკვევა, „ბრილიანტმა“ პრომოუშენთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით დასტინი UFC-ში კიდევ 8 ბრძოლას გამართავს.
„მსურს, რომ ამ კონტრაქტით გათვალისწინებული 8-ვე ბრძოლა მაღალ დონეზე გავმართო. ამის შემდეგ უკვე მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ წავმართავ ჩემს კარიერას. ჯერჯერობით, შორეულ მომავალში არ ვიხედები. ამ ეტაპზე გეგმაში 8 ბრძოლის ჩატარება და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაა.“