დასტინ პორიე 27 ივნისს დენ ჰუკერს დაუპირისპირდება - აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა (UFC) კიდევ ორი ქარდის შემადგენლობა დაანონსა
ერთადერთი სპორტული ლიგა, რომელიც პანდემიის პირობებში სრული დატვირთვით აგრძელებს არსებობას ეს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატია (UFC).
ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა 20 და 27 ივნისის ქარდები უკვე დაანონსა. ორივე ღონისძიებას ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზი უმასპინძლებს.
20 ივნისის ქარდზე სულ 12 ბრძოლა შედგება. მთავარი დაპირისპირება მძიმე წონით დივიზიონში კიურტის ბლეიდსა და ალექსანდერ ვოლკოვს შორის გაიმართება.
რაც შეეხება 27 ივნისის ღონისძიებას, ამ დღის მთავარი ბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) ყოფილ დროებით ჩემპიონ დასტინ პორიესა და ახალ ზელანდიელ დენ ჰუკერს შორის ჩატარდება. პორიე ოქტაგონზე 2019 წლის სექტემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. ბოლოს მან ჩემპიონ ხაბვიბ ნურმაგომედოვთან წააგო. რაც შეეხება ჰუკერს, მან ბოლო 3 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. ბოლო ბრძოლაში მან პოლ ფელდერს სძლია.
20 ივნისის ქარდი
კიურტის ბლეიდსი – ალექსანდერ ვოლკოვი
შეინ ბურგოსი – ჯოშ ემეტი
რაქელ პენინგტონი – მარიონ რენუ
ლიმან გუდი – ბელალ მუჰამადი
ჯიმ მილერი – რუსველტ რობერტსი
ბობი გრინი – კლეი გუიდა
ტესია ტორესი – ბრიანა ვან ბურენი
მარკ ანდრე ბარიაუ – ოსკარ პიეჩოტა
კორტნი კეისი – გილიან რობერტსონი
ფრენკ კამაჩო – მეტ ფრევოლა
როქსან მოდაფერი – ლორენ მერფი
ოსტინ ჰუბარდი – ჯოი სოლეცკი
27 ივნისის ქარდი
დასტინ პორიე – დენ ჰუკერი
მიკი გალი – მაიკ პერი
ბრენდან ალენი – იან ჰაინეში
მორის გრინი – გიან ვილანტე
ასპენ ლადი – სარა მაკმანი
ვივიენ არაუხო – ჯენიფერ მაია
ლუის პენია – ქამა ვორთი
ტანერ ბოსერი – ფილიპ ლინსი
ალექსა გრასო – ჯი იეონ კიმი
კაილ ნელსონი – შონ ვუდსონი