დასრულებულ ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი ბურთი გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია #1TVSPORT
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისი 2:1 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონობა ისტორიაში მეოთხედ იზეიმა.
უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დასრულებულ ტურნირზე ყველაზე მეტი ბურთი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. ქართველმა საკუთარი კარის გადარჩენა 29-ჯერ მოახერხა.
მეორე ადგილზე ნიდერლანდების ნაკრების მეკარე ბარტ ვერბრუგენია 18 სეივით, ხოლო მესამე ადგილზე – 17 მოგერიებით ინგლისელი ჯორდან პიკფორდი.
ევრო 2024-ის „ოქროს ბუცს“ მიიღებს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მერვედფინალში გავიდა და იქ მომავალ ჩემპიონთან,//////// ესპანეთთან დამარცხდა.