დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის ბოლო მონაწილე ხვალ დილით გაირკვევა
დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის ბოლო მონაწილე ხვალ დილით გაირკვევა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ხვალ გასამართი ტურით სრულდება. პლეი ოფის საგზურები უკვე მოიპოვეს ლიგაში მოასპარეზე 15-მა გუნდმა. გასარკვევია მხოლოდ ბოლო მე-16 გუნდის ვინაობა.

დასავლეთ კონფერენციაში “მინესოტას” და “დენვერს” თანაბარი მოგება-წაგების ბალანსი აქვს და ხვალ ეს ორი გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება. გამარჯვებული მერვე ადგილზე გავა და პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს. შეხვედრა მინესოტაში თბილისის დროით 12 აპრილს დილის 04:00 საათზე დაიწყება.