დასანანი მარცხი ,,მეტალისტთან“ - კვირკველიამ მატჩი სრულად ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე „სამგურალმა“ მეოთხე ამხანაგური შეხვედრა უკრაინული პრემიერლიგის ბინადარ ხარკოვის „მეტალისტი 1925“-თან გამართა და 0:1 დამარცხდა.
„სამგურალი“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მეტოქეზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ მე-9 წუთზე ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს. წყალტუბოელებიდან თავის გამოჩენა შეეძლოთ დემურ ჩიხლაძეს, ლუქმან გილმორს, ისუფ ტურეს, ირაკლი რუხაძეს, გრიგოლ დოლიძეს და ჯეფერსონ ჯერალდოს, მაგრან შანსებით ვერ ისარგებლეს.
აღსანიშნავია, რომ „მეტალისტის“ რიგებში საბა კვერკველიამ ითამაშა – საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
„სამგურალი“ – „მეტალისტი 1925“ 1:0
„სამგურალი“: შოვნაძე, ქურდაძე, მაისაშვილი, პატარკაციშვილი, კიკაბიძე, გილმორი, სიმდიანკინი, ჩიხლაძე, ბაშელეიშვილი, ჯეფინიო, გავაშელიშვილი
მეორე ტაიმში შევიდნენ: თევზაძე, რუხაძე, დოლიძე, ტურე, ვერულიძე, კალანდარიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე