„ნიუ იორკ ნიქსის“ ფორვარდი ჯულიუს რენდლი 2020-21 წლების სეზონში NBA-ის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე გახდა.
ჟურნალისტების ხმის მიცემაში რენდლმა 100 შესაძლებლიდან 98 პირველი ადგილი მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა „დეტროიტის“ ფორვარდმა ჯერემი გრანტმა, რომელსაც დარჩენილი ორი პირველი ადგილი ერგო. სამეული შეავსო „დენვერ ნაგეტსის“ ფორვარდმა მაიკლ პორტერმა.
რენდლმა დასრულებულ რეგულარულ ჩემპიონატში 24.1 ქულა, 10.2 მოხსნა და 7.0 შედეგიანი პასი დააგროვა, გარდა ამისა, „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში ითამაშა. „ნიუ იორკმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ კონფერენციაში და ბოლო რვა წელიწადში პირველად გავიდა პლეი ოფში.