ესპანურმა სპორტულმა გამოცემა „მარკამ“ გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის მეშვეობით გამოავლინა საუკეთესო საფეხბურთო სტადიონი მსოფლიოში.
პირველ ადგილზე გავიდა ეგვიპტეში ქაიროს საერთაშორისო სტადიონი, რომელზეც თავის საშინაო მატჩებს ატარებს „ალ აჰლი“. ეგვიპტურ არენას დაახლოებით 123 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა მადრიდის „რეალის“ სტადიონი „სანტიაგო ბერნაბეუ“, მესამეზე – „ბარსელონას“ სტადიონი „კამპ ნოუ“.