დასახელდა ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების თარიღი #1TVSPORT
დასახელდა ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების თარიღი #1TVSPORT

ცნობილი გახდა ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ვადები.

ზაფხულის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურმა დაწერა, რომ გახნის ცერემონია 2028 წლის 14 ივლისს გაიმართება, ხოლო დახურვის – 30 ივლისს.

პარალიმპიური თამაშები 15-27 აგვისტოს ჩატარდება.

ლოს ანჯელესი მესამედ უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს. ადრე ამ ქალაქში ოლიმპიადა 1932 და 1984 წლებში გაიმართა.