დასახელდა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის #1TVSPORT
დასახელდა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც ნოემბრის მატჩებისთვის გამოიძახა:

მეკარეები – ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), სემ ჯონსტონი (კრისტალ პალასი), აარონ რამსდეილი (არსენალი);

მცველები – ლევი კოლვილი (ჩელსი), ლუის დანკი (ბრაიტონი), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ფიკაიო ტომორი (მილანი, იტალია), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ჯუდ ბელინგემი (რეალი, ესპანეთი), ჯორდან ჰენდერსონი (ალ-იტიფაკი, საუდის არაბეთი), კელვინ ფილიპსი (მანჩესტერ სიტი), დეკლან რაისი (არსენალი);

ფორვარდები – ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია), ჯეიმს მედისონი (ტოტენჰემი), ბუკაიო საკა (არსენალი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა), კალუმ უილსონი (ნიუკასლი).

ნოემბერში ინგლისი ევრო 2024-ის კვალიფიკაციის ორ მატჩს ჩაატარებს მალტასა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების წინააღმდეგ.