დასახელდა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT
დასახელდა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მომდევნო ორი ტურისთვის გამოიძახა:

მეკარეები – ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), სემ ჯონსტონი (კრისტალ პალასი), აარონ რამსდეილი (არსენალი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ლუის დანკი (ბრაიტონი), მარკ გუეჰი (კრისტალ პალასი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტაირონ მინგზი (ასტონ ვილა), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), ჯეიმს მედისონი (ლესტერი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), კელვინ ფილიპსი (მანჩესტერ სიტი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი);

ფორვარდები – ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბუკაიო საკა (არსენალი), კალუმ უილსონი (ნიუკასლი).

ინგლისი 16 ივნისს სტუმრად შეხვდება მალტას, 19 ივნისს კი შინ მიიღებს ჩრდილოეთ მაკედონიას.

ამ მომენტისთვის, ინგლისის ნაკრები ორიდან ორი მოგებით ლიდერობს C ჯგუფს.