ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლი კარსლიმ ქვეყნის პირველი ნაკრები ჩაიბარა, – ამის შესახებ წერს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახური.
ლი კარსლი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება 2024-25 წლების სეზონის ერთა ლიგის დროს. აღნიშნავენ, რომ ინგლისელი სპეციალისტი არ უხელმძღვანელებს ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს სექტემბრის მატჩებში, თუმცა აპირებს ამ პოსტზე დარჩენას.
50 წლის კარსლი ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია 2021 წლის ივნისიდან და ეს გუნდი შარშან ევროპის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებამდე მიიყვანა.