დასახელდა ფორმულა 1-ის ახალი სეზონის სამი ფავორიტი #1TVSPORT
დასახელდა ფორმულა 1-ის ახალი სეზონის სამი ფავორიტი #1TVSPORT

შვეიცარიული გამოცემა Blick-ის ექსპერტმა როჯერ ბენუამ გამოარჩია სამი პილოტი, რომლებიც ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონში ტიტულისთვის იბრძოლებენ.

„სამი ვარსკვლავი კანდიდატთა შორის ყველაზე მაღლა დგას: ჯორჯ რასელი ფულსაც კი გადაიხდიდა, რათა, ბოლოს და ბოლოს, ტიტულისთვის იბრძოლოს.

შარლ ლეკლერი თავის მერვე სეზონს იწყებს „ფერარიში“ და გუნდი, როგორც იქნა, კონკურენტუნარიან ბოლოდს შესთავაზებს მას.

ოსკარ პიასტრი დაკარგული საჩემპიონო ტიტულის შემდეგ, უკვე ემზადება რევანშისთვის“, – წერს ბენუა.