„დარიო ასი“ - მამარდაშვილი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დათანხმდა, „ვალენსია“ 100 მილიონს მოითხოვს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა „დარიო ასის“ ცნობით, გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა და მასში ესპანური კლუბი უკვე ოფიციალურად 100 მილიონ ევროს მოითხოვს.
მამარდაშვილის კონტრაქტი გახანგრძლივებულია
„კლუბსა და მოთამაშეს აქვთ ხელშეკრულება 2027 წლამდე, რომელშიც ჩადებულია პუნქტი ხელშეკრულების 100 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესახებ, მაგრამ ისინი ოფიციალურად კონტრაქტს ვერ დაარეგისტრირებენ, სანამ „ვალენსია“ ფინანსური Fair Play-ის (ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების) დასკვნას არ გამოაქვეყნებს.
მამარდაშვილის კონტრაქტის გახანგრძლივება ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რაც „ვალენსიამ“ ქართველის „აფეთქებისა“ და მისი წინსვლის შემდეგ გადაწყვიტა, რათა მეკარე არ „გაქცეულიყო“. კლუბმა უკვე დაურეკა ფეხბურთელს და მიიწვია შეხვედრაზე, სადაც სურთ შესთავაზონ კონტრაქტის გაუმჯობესება მის მიერ ნაჩვენები დონის შესაბამისად, ასევე დაფარონ იგი აკრძალვის პუნქტით. მეკარე უკვე დათანხმდა. ის ბედნიერია „ვალენსიაში“ და სურს, კარიერა ამ გუნდში გააგრძელოს. ითქვა და გაკეთდა, კონტაქტები გახანგრძლივდა, მოლაპარაკებები უკვე შეთანხმებით დასრულდა.
ამავე კვირაში, კლუბის ხელმძღვანელობა შეხვდა ფეხბურთელის ახლო წრეს და შეთანხმება მიღწეულია… „ვალენსია“ კონტრაქტს 2027 წლამდე აგრძელებს და მეკარეში 100 მილიონის მოთხოვნის პუნქტი ჩაიწერება, მაგრამ დღეს ხელმოწერა და მისი ოფიციალურად დარეგისტრირება შეუძლებელია, რათა მოთამაშეთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული გართულებები თავიდან აიცილოს. ეს ფინანსური ფეარ პლეის პრობლემების თავიდან ასაცილებლად კეთდება და კლუბი ამ დროისთვის უკვე შეთანხმებულ კონტრაქტს ვერ არეგისტრირებს. თუმცა ყველაფერი შეთანხმებულია – გიორგი უფრო მაღალ ხელფასს მიიღებს და კლუბში უფრო მყარი პოზიცია ექნება.
რა თქმა უნდა, სანამ ეს არ მოხდება, მამარდაშვილს აქვს დაბალი ხელფასი და 20 მილიონ ევროდ ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტი, რამაც ძლიერი კლუბების ყურადღება მიიპყრო, მაგრამ მეკარე ელოდება, რომ „ვალენსია“ შეთანხმებას დაარეგისტრირებს. მისი ნებაა კონტრაქტის გაგრძელება და კლუბში დარჩენა. მანამდე კი ქართველს ისეთი კლუბიდან დაურეკეს, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“, რათა მისი მდგომარეობა გაეგოთ, მაგრამ თუ ისინი ტრანსფერის გამოსყიდვას გადაწყვეტენ, ეს „ვალენსიას“ ჩიხში მოაქცევს“, – წერს „დარიო ასი“.