დარენ ტილისა და რობერტ ვიტეკერის ბრძოლა შესაძლოა 25 ივლისს გაიმართოს
დარენ ტილი და რობერტ ვიტეკერი ერთმანეთს ბრძოლაზე სიტყვიერად მოელაპარაკნენ. თავდაპირველად მათი დაპირისპირება დუბლინში 15 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები თავდაყირა დადგა. ამერიკული მედია (MMAJUNKIE) ავრცელებს ინფრომაციას, რომ აღნიშნული ბრძოლა დიდი ალბათობით 25 ივლისს შედგება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ლოკაციაზე იგეგმება ვიტეკერის და ტილის ბრძოლის ჩატარება, თუმცა სავარაუდოდ ეს საბრძოლო კუნძული იქნება.
UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ESPN-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ორგანიზაცია ტილისა და ვიტეკერის ბრძოლის ორგანიზებაზე მუშაობს.
დარენ ტილმა უკანასკნელი ბრძოლა კელვინ გასტელუმთან საშუალო წონით დივიზიონში გამართა და მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. რაც შეეხება რობერტ ვიტეკერს, ავსტრალიელმა სატიტულო დაპირისპირება ისრაელ ადესანიასთან დათმო.