დარცმელიას ეფექტური დარტყმა, ბათუმელთა უსწრაფესი შეტევა და „დილას“ მრავალსვლიანი კომბინაცია - მე-8 ტურის ტოპ-3 გოლი [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-8 ტური მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. სულ 17 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ შეხვედრაში 3,4 გოლი.
3. ირაკლი ბიძინაშვილი, თელავი-დილა 0:2
12 აპრილს, „კავკასიონი არენაზე“ გორის „დილამ“ „თელავი“ 2:0 დაამარცხა. 31-ე წუთზე, ირაკლი ბიძინაშვილმა მოედნის ცენტრში შეტევა წამოიწყო, რომლებმაც თორნიკე კაპანაძეს უპასა, მან კი პაატა ღუდუშაური მოძებნა, რომელმაც ბიძინაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა – ულამაზესი კომბინაცია სულ რაღაც 6 წამში განვითარდა.
2. გიორგი ფანცულაია, დინამო (ბთ)-სამგურალი 2:0
გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ბათუმის „დინამომ“ პირველი გოლი მე-5 წუთზე ძალიან სწრაფი კომბინაციით გაიტანა. ჯაბა ჯიღაურმა მეტოქეს ბურთი აართვა და ამის შემდეგ შეტევაში 6 მოთამაშე მონაწილეობდა, ეფექტურ კომბინაციას 8 წამი დასჭირდა.
1. ბექა დარცმელია, ტორპედო-ლოკომოტივი 1:3
ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ მიმდინარე შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა, რომლის ბედიც ბექა დარცმელიამ გადაწყვიტა. მაცხენა ფლანგიდან ულად-ომარ იმრანის მოწოდებული ბურთი მცველმა მოიგერია, მაგრამ საჯარიმოსთან მყოფმა ბექა დარცმელიამ ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გაუშვა და ტურის ყველაზე ეფექტური გოლის ავტორი გახდა.