დარცმელიამ და მიქელთაძემ ავსტრალიაში ითამაშეს - „ნიუკასლ ჯეთსი“ დამარცხდა #1TVSPORT
ავსტრალიის A ლიგაში მორიგი მატჩები ჩაატარეს ქართველმა ფეხბურთელებმა, მაგრამ თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს, „ნიუკასლ ჯეთსი“ კი 0:1 დამარცხდა.
ავსტრალიის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში ქართველების გუნდმა მე-8 ტურის მატჩი „ბრისბენ როართან“ (ადრე „კვინსლენდ როარი“ ერქვა) საკუთარ სტადიონზე გამართა, მაგრამ მინიმალური ანგარიშით წააგო.
ორივე ქართველი ფეხბურთელი „ნიუკასლ ჯეთსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ ბექა დარცმელია შეცვალეს, თანაც 86-ე წუთზე, ბექა მიქელთაძემ კი შეუცვლელად ითამაშა.
ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე ნიკოლა მილეუსნიკმა გაიტანა და „ნიუკასლ ჯეთსი“ ამ მარცხით (0:1) მე-7 ადგილზე დაქვეითდა. ამავე ტურის მატჩს ბაჩანა არაბულის „მაკარტური“ 18 დეკემებრს „პერტი გლორისთან“ გამართავს.