პოლონელმა იგა შვიოტეკმა როლან გაროსის მოგების შემდეგ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მიმართა. თხოვა მათ, რომ დარჩნენ ძლიერებად, რადგან ომი ჯერ არ დასრულებულა. ამ სიტყვებს ტრიბუნებმა აპლოდისმენტებით უპასუხა.
„ბოლოს მინდა რაღაც ვთქვა უკრაინაზე. უნდა დარჩეთ ძლიერებად, რადგან ომი ჯერ ისევ გრძელდება. თებერვალში დოჰაში ჩემი სიტყვის შემდეგ იმედი მქონდა, რომ სიტუაცია გამოსწორდებოდა. მაგრამ ასე არ ხდება და ისევ იმედიანად ვიქნები და ისევ გავაგრძელებ დახმარებას“, – განაცხადა შვიოტეკმა.
პოლონელმა როლან გაროსის ქალთა ტურნირის ფინალში 6:1, 6:3 მოუგო ამერიკელ კოკო გაუფს.