დაქვეითებულ „მერანს" გია გიგატაძე გაწვრთნის
დაქვეითებულ „მერანს" გია გიგატაძე გაწვრთნის

ლიგა 3-ში გავადრდნილ მარტვილის „მერანს“ გია გიგატაძე გაწვრთნის. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

54 წლის გამოცდილი სპეციალისტმა მარტვილში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბაგრატ ხელაია შეცვალა, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს ჩაიბარა გუნდი – ის „მერანის“ სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს მუშაობას.

„მერანის“ ახალმა მწვრთნელი ქუთაისის „ტორპედოს“ და წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელი იყო, სამწვრთნელო კარიერა კი 1999 წელს „სამგურალში“ დაიწყო და 2018 წლის სეზონის დასაწყისშიც წყალტუბოს გუნდში მუშაობდა, თუმცა გიგატაძის და გუნდის გზები ჯერ კიდევ „სამგურალს“ ლიგა 3-ში დაქვეითებამდე გაიყარა.

გია გიგატაძეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სხვადასხვა დროს უმუშავია „სამგურალში“, „ამერში“, ტყიბულის „მეშახტეში“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილაში“.