საბა ლობჟანიძე დანიურ გრანდს, „ბრონდბიუს“ უახლოვდება – ინფორმაციას დანიური გამოცემები ავრცელებენ.
პარასკევის დანიის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის გუნდი „რანდერსი“ გასვლაზე „ოდენსესთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. დანიური გამოცემები ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, ეს ლობჟანიძის მიერ „რანდერსში“ ჩატარებული ბოლო მატჩი იყოს.
„ხმები ბრონდბიუს დაინტერესების შესახებ მეც გავიგე. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ბრონდბიუ დიდი კლუბია და ძალიან მომწონს. თუმცა, არც ვიცი, ჰქონდათ თუ არა ჩემს მიმართ რეალური ინტერესი. ამაზე ჩემი აგენტი ზრუნავს“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.
ლობჟანიძეს სურს მოხვდეს ტოპ-ლიგაში, მაგრამ არაა დარწმუნებული, ეს ამ სატრანსფერო ფანჯარაში იქნება თუ არა – „კარგი იქნებოდა სხვა ქვეყანასა და უკეთეს ლიგაში წასვლა, მაგრამ ახლა „რანდერსში“ ვარ და არ ვიცი, უახლოეს პერიოდში გუნდს შევიცვლი თუ არა“.