დანიური გამოცემა - „რანდერსმა“ ლობჟანიძის შემცვლელი იპოვა, ქართველი თურქეთში მიდის
დანიური გამოცემა - „რანდერსმა“ ლობჟანიძის შემცვლელი იპოვა, ქართველი თურქეთში მიდის
დანიური გამოცემა „რანდერს ამტსავიზენი“ ამტკიცებს, რომ საბა ლობჟანიძემ „რანდერსი“ დატოვა და თურქულ კლუბში ითამაშებს.
 
საქართველოს ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი კლუბს რომ შეიცვლის, ამის შესახებ გამოცემა კონკრეტულ ფაქტს აქვეყნებს – ქართველი სამშაბთის ვარჯიშს არ დაესწრო.
„საბა ლობჟანიძე, „რანდერსის“ სხვა მოთამაშეებთან ერთად, მუსიკალურ სტუდიას ესტუმრა და კლუბის კლიპი ჩაწერა. მაგრამ ქართველმა ვარსკვლავმა „რანდერსში“ უკანასკნელად იმღერა. ჩვენი გაზეთის ცნობით, საბა „რანდერსს“ დატოვებს. ის სამშაბათს „რანდერსის“ ვარჯიშშიც აღარ მონაწილეობდა. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ლობჟანიძემ კარიერას თურქულ კლუბ „რიზესპორში“ გააგრძელებს, რომლის წარმომადგენლებიც ქართველის თამაშზე დასაკვირვებლად დანიაში შემოდგომაზე იმყოფებოდნენ. კლუბმა საბას შემცვლელიც დაიმატა – ახალი ფლანგის შემტევი მატიას გრევე. ამით დასრულდება ლაპარაკი ქართველი ფეხბურთელის მომავალზე, რომელიც „რანდერსში“ მისი სადებიუტო სეზონის შემდეგ (როდესაც 12 გოლი გაიტანა) დანიურ მედიაში მუდმივ თემად იქცა“ – წერს დანიური გამოცემა.
„ამტსავიზენის“ ცნობით, კლუბში უკვე ქართველის შემცვლელიც მიიყვანეს: „ის, რომ საბა ლობჟანიძე „რანდერსს“ ტოვებს, გასაკვირი არაა. გუნდის სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა წინა სატრანსფერო „ფანჯარაში“ განაცხადა, რომ კლუბი ახალ მოთამაშეებს არ მიიწვევს, თუ გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობიდან არავინ წავა. ორშაბათს კი „რანდერსში“ საბა ლობჟანიძემ 2018 წლიდან მოყოლებული 84 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში მეორე შედეგია. უკეთესი შედეგი მხოლოდ მაიკლ იშაკს აქვს, რომელიც 31 გოლის ავტორია.