დანიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო საშინაო შეხვედრაში ბევრად უკეთესია
საქართველოს ნაკრებთან ევრო2020-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრის ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრა პრესკონფერენციაზე დანიელთა მწვრთნელმა, იონ დალ ტომასონმა შეაფასა.
„ზუსტად ასეთ შეხვედრას მოველოდით. რთული თამაში გამოდგა და შანსები საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა. თუმცა, რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ერთხელ შექმნეს. ძირითადად თამაშს ვაკონტროლებდით და კარგი ის არის, რომ გოლი არ გავუშვით“, – ამბობს იონ დალ ტომასონი.
მისი თქმით, თბილისში საქართველოს ნაკრები სულ სხვა გუნდია.
„ფაქტია, რომ თქვენი ნაკრები საშინაო შეხვედრაში ბევრად უკეთესი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე კოპენჰაგენში გამართულ მატჩში. საქართველოს ნაკრებში შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად, ვაკო ყაზაიშვილი“, – აცხადებს დანიის ნაკრების მწვრთნელი.