დანიის ნაკრების ექიმი – ერიკსენს გული გაუჩერდა და უკვე ჩვენთან აღარ იყო #1TVSPORT
დანიის ეროვნული ნაკრების ექიმმა, მარტინ ბოესენმა დაადასტურა, რომ კრისტიან ერიკსენმა გულის შეტევა გადაიტანა.
„მას გული გაუჩერდა და უკვე ჩვენთან აღარ იყო. თუმცა, ძალიან მალე მოვახერხეთ მისი მობრუნება. რამდენად ახლოს ვიყავით ლეტალურ შედეგთან, ძნელი სათქმელია. ახლა მისი ყველა ტესტი დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა დანიის ნაკრების ექიმმა.