კრისტიან ერიკსენი - ახლა კარგად ვარ, მაგრამ მინდა გავიგო, რა მოხდა #1TVSPORT
კრისტიან ერიკსენი - ახლა კარგად ვარ, მაგრამ მინდა გავიგო, რა მოხდა #1TVSPORT

დანიის ნაკრების ნახევარმცველმა, კრისტიან ერიკსენმა პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ფინეთთან გამართულ მატჩში გულის შეტევა გადაიტანა. 

„მადლობა, მე არ დავნებდები. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მსურს გავიგო, რა მოხდა. მინდა, მხარდაჭერისთვის ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“,  – განაცხადა კრისტიან ერიკსენმა.

დანია-ფინეთის მატჩი ერიკსენის ცუდად გახდომის გამო შეწყდა და საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა. შეხვედრა ფინელების გამარჯვებით (1:0) დასრულდა.