დანიის ნაკრები სათამაშო ფორმის მეშვეობით გააპროტესტებს ყატარში ადამიანის უფლებების დარღვევას - თითქმის არ ჩანს ლოგო, მესამე კომპლექტი სამგლოვიაროა #1TVSPORT
დანიის ნაკრები სათამაშო ფორმის მეშვეობით გააპროტესტებს ყატარში ადამიანის უფლებების დარღვევას - თითქმის არ ჩანს ლოგო, მესამე კომპლექტი სამგლოვიაროა #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილეებმა უკვე წარადგინეს ფორმები, რომლითაც ისინი ტურნირზე ითამაშებენ. სხვა ნაკრებების ფონზე ძალიან გამოირჩევა დანია. ამ გუნდის ეკიპირებაზე ზრუნავს Hummel, რომელმაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება მომავალი ჩემპიონატის მიმართ და გამოუშვა კომპლექტი, რომლის მეშვეობითაც აპროტესტებს ადამიანის უფლებებს ყატარში.

„დანიის ნაკრების ახალი ფორმით ჩვენ გვინდოდა ორმაგი სიგნალის გაგზავნა. ფორმის იდეა მოდის არა მხოლოდ ევრო 1992-დან, არამედ ის აპროტესტებს ადამიანის უფლებების დარღვევას ყატარში.

აი, რატომ დავმალეთ ჩვენი ლოგო და ყველა დეტალი მაისურებზე. არ გვინდა ვჩანდეთ იმ ტურნირზე, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ დანიის ნაკრებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყატარის მხარეს ვართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სპორტი უნდა აერთიანებდეს ადამიანებს“, – წერია Hummel-ის განცხადებაში.

კიდევ ერთი საგულისხმო ნიშანია – მესამე კომპლექტი, რომელიც შავი ფერისაა.

„ეს არის გლოვის ფერი. იდეალური ფერი მსოფლიოს ჩემპიონატზე დანიის ნაკრების მესამე ფორმისთვის. ჩვენ ძალიან გვინდა გავაკეთოთ განცხადება ყატარში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და მხარი დავუჭიროთ მიგრანტ მუშებს, რომლემბაც ააშენეს სტადიონები ტურნირისთვის“.

კომპანია Amnesty International-ის მაისის კვლევის თანახმად, ყატარში მუშაობის მეთოდებს იძულებითი შრომა უწოდეს. ყველაფერი დაიწყო გაზეთ The Guardian-ის შარშანდელი სტატიიდან, რომელშიც ეწერა, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, როცა ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო, ქვეყანაში მინიმუმ 6751 მიგრანტი მუშა გარდაიცვალა ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან და შრი-ლანკადან. ტექსტში ეწერა, რომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა უფრო მაღალია, რადგან მონაცემები არ შეიცავს ინფორმაციას სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების სიკვდილიანობის შესახებ.