დანიელე კონტემ, რომელიც „ჩელსის“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ძმაა, უარყო ხმები, რომ თითქოს მისი ძმა „რეალთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს.
ცოტა ხნით ადრე, იტალიურმა და ესპანურმა მედიასაშუალებებმა, კონტეს რეალში მისვლასთან დაკავშირებით გაავრცელეს ინფორმაცია.
„ანტონიოს არანაირი კონტაქტი არ ქონია რეალთან, ის ახლა შვებულებაშია. „რეალი“ ძალიან კარგი კლუბია, მაგრამ მე არ შემიძლია ვილაპარაკო მის ნაცვლად.“- ციტირებს Cadena Ser დანიელე კონტეს.