დანიელე დე როსიმ კარიერა საბოლოოდ დაასრულა
დანიელე დე როსიმ კარიერა საბოლოოდ დაასრულა

„რომას“ ყოფილმა ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ გადაწყვიტა – დაასრულოს პროფესიული კარიერა. ამის შესახებ დაწერა Sky-მ.

35 წლის იტალიელს ჰქონდა ვარიანტები იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და არგენტინაში, მაგრამ ფეხბურთელი აღარ გააგრძელებს კარიერას და უახლოს პერიოდში დაიწყებს მზადებას სამწვრთნელო სამუშაოსთვის.

დე როსის მთელი კარიერა „რომაში“ აქვს გატარებული – ამ გუნდში 2001 წლიდან თამაშობდა. ჯამში მას 616 ოფიციალური მატჩი, 63 გოლი და 54 შედეგიანი პასი დაუგროვდა.