არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადემ სამხრეთ ამერიკის დატოვებაზე და ევროპაში მუშოაბის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. 61 წლის სპეციალისტის ინტერვიუს არგენტინული გამოცემა „ა პლენო რაგბი“ (A PLENO RUGBY) ავრცელებს. დანიელ ურკადე ამჟამად ლათინური ამერიკის ქვეყნებში რაგბის განვითარებასა და მასობრობაზე მუშოაბს.
„მე მივიღე შემოთავაზება ევროპის რამდენი ქვეყნიდან. კონკრეტულად კი ეს ქვეყნები გახლავთ – საქართველო, რუმინეთი, იტალია და პორტუგალია. ასევე იყო რამდენიმე შემოთავაზება სხვადასხვა კლუბებიდანაც. თუმცა ამჯერად ამ ყველაფერზე უარი ვთქვი, რადგანაც არ მინდა იმ ყველაფრის ისევ თავიდან დაწყება, რაც უკვე გამოვიარე.
არგენტინის ეროვნულ ნკარებში ჩემთვის მუშოაბა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა სხვა შემოთავაზება ჩემთვის არანაირ ინტერესს არ იწვევდა. მე ჩემი ამჟამინდელი სამსახურით ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა მსიოავნებს, როდესაც მაქვს შესაძლებლობა ჩემი გამოცდილება სხვებს გავუზიარო, მაგრამ ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება დავრჩე სახლში და აქ გავაგრძელო ჩემი კარიერა“ – განაცხადა დანიელ ურკადემ
დანიელ ურკადი არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტსზე 2013-2018 წლებში მუშოაბდა. მისი ხელმძრვანელობით „პუმებმა“ 2015 წლის მსოფლიოს თასზე მეოთხე ადგილი დაიკავეს.
ურკადეს მთავარი მწვრთნელობის დროს კი არგენტინამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მოიგო.