დანიელ პასარელა - მესის „ბარსელონაში“ უკეთ თამაშობს, იქ სხვა დამოკიდებულებაა
არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა დანიელ პასარელამ აღნიშნა, რომ ლიონელ მესი ვერ გრძნობს სიმსუბუქეს ეროვნულ გუნდში თამაშის დროს. ვეტერანის სიტყვებით, ფორვარდს „ბარსელონაში“ საქმისადმი სხვა დამოკიდებულება აქვს.
„მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მას შეუძლია ნებისმიერ გუნდს ძალიან ბევრი მისცეს. მაგრამ, როცა ის „ბარსელონაში“ თამაშობს, საქმისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. იქ ის საუკეთესოა. ნაკრებში კი მესი ვერ გრძნობს სიმსუბუქეს, მას რაღაც არ აწყობს. არ ვიცი, ეს რას უკავშირდება, მაგრამ მგონია, რომ ეს მას შიგნით აქვს“.
პარასკევს, არგენტინამ წააგო ამხანაგური მატჩი ვენესუელასთან – 1:3. მესიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა.