ხვალ, 24 ოქტომბერს, დანიაში 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩები იწყება. ამ ჯგუფშია მოხვედრილი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიც, რომელმაც თბილისური შეკრება დაასრულა და დანიაში გაემგზავრა.
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია)
მცველები: ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი, გიორგი მირზიკაშვილი, ზურაბ ერაძე (ყველა დინამო თბ), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ნიკა კოკაია (გაგრა)
ნახევარმცველები: თორნიკე მორჩილაძე, გიორგი აბუაშვილი, ირაკლი აზაროვი, ლევან ოსიყმაშვილი, დავით ზურაბიანი (ყველა – დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია)
თავდამსხმელები: გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (ტორინო, იტალია).
მასპინძელი დანიის გარდა, ჩენი გუნდის მეტოქეები რუსეთი და ესტონეთი არიან. პირველ შეხვედრას უმცროსი „ჯვაროსნები“ 24 ოქტომბერს მასპინძლების წინააღმდეგ გამართავენ, 27-ში – რუსეთთან, ხოლო 30-ში – ესტონეთთან.