დანიის ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, გავიდეს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან (ფიფა) მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე OneLove-ის კაპიტნის სამკლაურების აკრძალვის გამო. ამის შესახებ დანიის კავშირის პრეზიდენტმა იესპერ მიოლერმა განაცხადა.
„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია ფიფა-ს შემადგენლობიდან გასვლის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს საკითხი სკანდინავიურ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია დგას დღის წესრიგში. უნდა ვიფიქროთ ფიფა-სთან ურთიერთობის საკითხზე. ვვარაუდობ, რომ შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას, თუ არ ვიმოქმედებთ ამ მიმართულებით“, – მოჰყავს მიოლერის სიტყვები გამოცემა The Athletic-ს.