დანია 2:6 საქართველო - ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთის ბრძოლას აგრძელებს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის „დ“ ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩიც დიდი ანგარიშით მოიგო და ჯგუფი პირველ ადგილზე ბურთების სხვაობით 18:3 დაასრულა.
ავთო ასათიანის გუნდი ბოლო შეხვედრაში დანაის დაუპირისპირდა. მატჩის თითქმის ნახევარი საათი უგოლოდ მიილია. უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა. პირველი ნახევრის ერთ ეპიზოდში, გოლის გატანის შანსი მეკარე კუპატაძესაც მიეცა, თუმცა ბოლო მომენტში დარტყმას პასის გაკეთება ამჯობინა. შანსები სკადინავიელებსაც ჰქონდათ, თუმცა პირველი გოლი 30-ე წუთზე, რონინიომ გაიტანა. ამის შემდეგ ორწუთიან მონაკვეთში დანიელთა კარში კიდევ სამი გოლი გავიდა. თავი კეკელიამ, თოფურიამ და საიოტმა გამოიჩინეს. დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ ორ-ორი გოლი გაიტანეს. კეკელიამ, რომლის დებიუტიც ორი დღის წინ, ისრაელთან შედგა, დუბლი შეასრულა. ერთი გოლი კი თალესმა მიითვალა და საბოლოოდ საქართველომ 6:2 გაიმარჯვა.
ლიეტუაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ავთანდილ ასათიანის გუნდის ორი მეტოქე, უკვე ცნობილია. ოქტომბერში ჩვენი ნაკრები, პოლონეთს და ესპანეთს დაუპირისპირდება, მეოთხე გუნდის ვინაობას კი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფები გაარკვევს. მეორე ეტაპის მატჩები სექტემბერში, პოლონეთში გაიმართება.