მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი დანი სებალიოსი ლონდონის „არსენალში“ ითამაშებს. მხარეებმა უკვე მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ტრანსფერზე და მოთამაშე ჩასულია ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად, – ამტკიცებს „სქაი სპორტსი“ (Sky Sports).
იტყობინებიან, რომ ესპანელი ფეხბურთელი იჯარის წესით გადადის უნაი ემერის გუნდში. გარიგება ერთი წელი იქნება ძალაში.
22 წლის სებალიოსმა შარშან, „რეალის“ რიგებში 34 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. „რეალში“ ის „ბეტისიდან“ გადავიდა.