ესპანეთის ნაკრების შემტევი დანი ოლმო „ბარსელონას“ უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს. ფეხბურთელმა ტრავმა ლა ლიგის მეხუთე ტურში „ჟირონას“ (4:1) წინააღმდეგ მატჩში მიიღო.
როგორც გაზეთი AS-ი წერს, ოლმოს ბარძაყის მცირე დაზიანება აქვს. ამის გამო ის გამოტოვებს 19 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს „მონაკოს“ წინააღმდეგ და, დიდი ალბათობით, ასევე ვერ ითამაშებს 22 სექტემბერს „ვალიადოლიდთან“ ლა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში.
ოლმომ ამ სეზონში სამი მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ შემადგენლობაში და სამივეში გოლი გაიტანა.