ესპანური მედიის ინფორმაციით, „ბარსელონა“ ესპანეთის ნაკრებისა და „ლაიფციგის“ ერთ-ერთი ლიდერის, დანი ოლმოს შეძენითაა დაინტერესებული.
ესპანურმა ფეხბურთის გრანდმა გერმანულ კლუბს ოლმოსთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა. „ბარსელონა“ მზადაა, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასევე, კლუბი ოლმოს ექვსწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
26 წლის დანი ოლმო დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ფეხბურთელი ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა.
ესპანელი მოთამაშე სწორედ „ბარსელონას“ აღზრდილია. 2015 წელს ის „დინამო ზაგრების“ შემადგენლობაში აღმოჩნდა, ხოლო „ლაიფციგის“ რიგებში 2020 წლიდან ასპარეზობს.