„რეალის“ მცველმა დანი კარვახალმა და ფორვარდმა ლუკას ვასკესმა ტრავმები მიიღეს „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალის (1:4) დროს.
„სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ კარვახალს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, ვასკესს მარცხენა მუხლი აწუხებს“, – წერია „რეალის“ ოფიცალურ ვებგვერდზე.
როგორ გაირკვა, კარვახალი ოთხ კვირას გამოტოვებს, ვასკესი კი მარტის ბოლოსთვის იქნება მზად.
ამ სეზონში კარვახალმა „რეალის“ რიგებში 30 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა. ლუკასმა 37 მატჩში ხუთი გოლი და ოთხი შედეგიანი პასი დააგროვა.