დანა ვაიტს დიასისა და მასვიდალის განმეორებითი ბრძოლის ნახვა არ სურს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC244) მორიგ საბრძოლო ღამემ, რომელიც ნიუ-იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ გაიმართა, გულშემატკივარში გარკვეულწილად იმედგაცრუება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლა მეოთხე რაუნდის დაწყებამდე ექიმის გადაწყვეტილებით შეწყდა.
ნეიტმა საკმაოდ მძიმე დარტყმები გაუშვა. მიღებული დაზიანებები ადრეულ პირველ რაუნდში დაფიქსირდა, თუმცა ექიმმა ბრძოლა მეოთხე რაუნდში გააჩერა. გამარჯვების შემდეგ უკმაყოფილება დიასთან ერთად ხორხემაც გამოთქვა, თუმცა ორივე მებრძოლი განმეორებითი დაპირისპირებისთვის მზად არის.
აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა შემდეგი განცხდება გააკეთა:
„განმერებითი ბრძოლა მე ამ ეტაპზე არ მაინტერესებს. მასვიდალი ძალიან დომინანტურად გამოიყურებოდა და ვთვლი, რომ მსაჯებმა ობიექტური და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ამ სპორტში მსგავსი ფაქტები ხდება ხოლმე“.