დანა ვაიტმა გულშემატკივარს მიმართა - ბრძოლები მაინც გაიმართება (ვიდეო)
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა რამდენიმე საათის წინ საკუთარ ტვიტერის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გულშემატკივრებს სიმშვიდესკენ მოუწებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის მიუხედავად ბრძოლები მაინც შედგება, თუმცა უმაყურებლოდ.
ასევე ვაიტი აანონსებს, რომ ზოგიერთი ღონისძიების ჩატარების ადგილი შესაძლოა შეიცვალოს. 15 მარტს ბრაზილიაში UFC-ის ღონისძიება პირველად გაიმართება მაყურებლების გარეშე.
გულშემატკივართა დიდ ინტერესს იწვევს 19 აპრილის ბრძოლის საკითხი ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის. ამის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია.