დანა ვაიტის თქმით რობერტ ვიტეკერი ფატალურ ტრავმას გადაურჩა
დანა ვაიტის თქმით რობერტ ვიტეკერი ფატალურ ტრავმას გადაურჩა

UFC 234 მელბურნში კვირას შედგა. საშუალო წონით კატეგორიაში დღის ცენტრალური ბრძოლა ტიტულისთვის რობერტ ვიტეკერსა და კევინ გასტელუმს შორის არ გაიმართა. მიზეზად კი მოქმედი ჩემპიონის, რობერტ ვიტეკერის ტრავმა გახდა.

მოგვიანებით, UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაიტი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ვაიტის თქმით ვიტეკერს თიაქარი აწუხებს და უახლოეს დღეებში სპორტსმენი ოპერაციასაც ჩაიტარებს.

„ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ რობერტი კვირას ოქტაგონზე გავიდოდა, შესაძლოა ეს მისთვის ფატალურად დასრულებულიყო, მას პრობლემა მუცლის შიგნით აქვს და აქ ყურადღება აუცილებელია“-განაცხადა ვაიტმა.

რობერტ ვიტეკერს ორთაბრძოლა 2014 წლის შემდეგ არ წაუგია. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ავსტრალიელი სპორტსმენი ოქტაგონზე დაბრუნებას.