დანა ვაიტის თქმით, ორგანიზაცია 2020 წელს 100 მილიონი დოლარით იზარალებს
დანა ვაიტის თქმით შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პოპულარული ლიგა 2020 წელს დაახლოებით 100 მილიონი დოლარით იზარალებს. ამის მიზეზი კი ღონისძიებების უმაყურებლოდ გამართვაა.
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში თითქმის ყველა ბიზნესს მიაყენა სერიოზული დარტყმა, გამონაკლისი არც სპორტის სფეროა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, ჰოკეის ასოციაცია და ბეისბოლი დღემდე შეჩერებულია. UFC არის პირველი სპორტი, რომელიც გულშემატკივარს უმაყურებლოდ დაუბრუნდა.
„ამჟამად ყველა სპორტის სახეობას ერთი პრობლემა აქვს. ესაა ღონისძიებების მაყურებლების გარეშე გამართვა. ამის გამო, ჩვენ მიმდინარე წელს დაახლოებით 100 მილიონი დოლარით ვიზარალებთ.”- განაცხადა ვაიტმა ლას ვეგასში გამართული ბოლო ქარდის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვაიტმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ზარალისა, UFC აუცილებლად გააგრძელებს ღონისძიებების ჩატარებას.