ჯონ ჯონსისა და დომინიკ რეიესის ბრძოლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ „ბოუნსს“ გამარჯვება არასამართლიანად მიანიჭეს.
„თი-ეს-ენ“-ის (TSN) ჟურნალისტი აარონ ბრონსტერი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტ დანა ვაიტს ესაუბრა. ორგანიზაციის მმართველის განცხადებით ბრძოლა დომინიკ რეიესმა მოიგო.
„მე ასე დავთვალე 48-47 რეიესის სასარგებლოდ. სამწუხაროა, რომ ერთერთმა მსაჯმა 49-46 დააფიქსირა ჯონსის სასარგებლოდ. ეს მართლაც რომ არნახულად უსამართლო ანგარიშია. იმედი მაქვს მომავალში სამსაჯო სისტემაში შევა ცვლილებები და ის ხარვეზები რაც დღეს არსებობს მომავალში აღარ იქნება“ – განაცხადა ვაიტმა
დანა ვაიტმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ჯონსისა და რეიესის განმეორებითი ბრძოლა შედგება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დომინიკი ამას იმსახურებს.