დანა ვაიტი - თუ კონორი და ხაბიბი მომდევნო ბრძოლებში გამარჯვებას შეძლებენ, ორგანიზაცია მათი რემატჩის ჩატარებას შეეცდება (ვიდეო)
კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს 2020 წლის 18 იანვარს უბრუნდება. ირლანდიელი მებრძოლი ლას-ვეგასის „ტი მობაელ“ არენაზე დონალდ სერონეს დაუპირისპირდება. შესაძლოა, ამ ბრძოლაში გამარჯვებამ კონორს ხაბიბთან რემატჩის შანსი მისცეს.
„თუ კონორი დაამარცხებს ქაუბოის, ხაბიბი კი ტონის მოუგებს, ამ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით, რომ მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის განმეორებითი ბრძოლის ორგანიზება გავაკეთოთ“, – ეს სიტყვები დანა ვაიტმა „ბი ტი სპორტთან“ (BT Sport) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.